Warning: session_start(): open(/var/cpanel/php/sessions/ea-php82/sess_b72a63f21b1fa539f3e345ed5f5f0f2c, O_RDWR) failed: No such file or directory (2) in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 12

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/cpanel/php/sessions/ea-php82) in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 12
 ვებ-პროგრამირება
Definitions
WebDev
ვებ-პროგრამირება არის სერვერული პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც შესაძლოა განთავსდეს ინტერნეტ სივრცეში ან დახურულ ქსელში. ვებ-პროგრამირებით შესაძლებლია როგორც მარტივი ვებ-ამოცანების გადაწყვეტა ასევე ნებისმიერი სახის ბიზნეს ამოცანის, სოციალური სფეროს, ფინანსური ამოცანები ან/და სხვა სფეროს პროცესების ავტომატიზაცია.

ვებ-პროგრამირება აერთიანებს რამდენიმე ნაწილს, ესენია: კლიენტის მხარის პროგრამირება, ვებ-დიზაინი, ვებ-კონტენტების მართვა, სერვერის მხარეს პროგრამირება, კლიენტ-სერვერ შორის კავშირი, ქსელური პროგრამირება, სერვისზე ორიენტირებული პროგრამირება, უსაფრთხოება და სხვა;

ვებ-პროგრამული უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია იყო შესაბამისი სერვერი-მოწყობილობა, რომელზეც იქნება ვებ-სერვერის პროგრამული უზრუნველყოფით გაწყობილი, როგორიც არის: Apache, IIS და აშ. ვებ-სერვერთან წვდომა ხორციელდება ქსელის მე-7 ქსელურ-დონეზე HTTP(S), FTP(S), Telnet და მსგავსი პროტოკოლების დახმარებით. სერვერის მხარეს პროგრამირებისთვის გამოიყენება სპეციალური სკრიპტული ენები, რომლებიც გვეხმარება ვებ-პროგრამული უზრუნველყოფის მარტივ გადაწყვეტაში, ესენია: PHP, ASP, JSP და სხვა. თუმცა ასევე შესაძლებელია, ვებ-პროგრამირებაში მოხდეს სხვა პროგრამული ენების გამოყენებაც, როგორებიც არის: C/C++, C#, Basic, Pascal და აშ; იმისათვის, რომ ვებ-სერვერზე მოხდეს შესაბამისი სკრიპტის შესრულება, მას უნდა ქონდეს შესაბამის პროგრამული ენის მხარდაჭერა, რომელიც ინსტალაციის დროს ეთითება ან ცალკე პროგრამად ინსტალირდება;


Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 31
ატრიბუტი
აღწერა
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
Server
სერვერი, წარმოადგენს კომპიუტერულ მოწყობილობას რომლის როლია უწყვეტ რეჟიმში შეასრულოს პროგრამული დავალებები.
ვებ-სერვერის როლი შესაძლოა შეასრულოს პერსონალურ კომპიუტერმაც, თუმცა მისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ მოწყობილობები გამოირჩევიან მდგრადობით, სისწრაფით, ძლიერი გამაგრილებელი სისტემით, დამზღვევი მოწყობილობებით, მოშორებითი მართვის სისტემებით და სხვა დამატებით ფუნქციონალით, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას.
ასევე სერვერის მოვლას ჭირდება გაცილებით მეტი ყურადღება და ცოდნა, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი "სასერვერო", დაცვითი მექანიზმები და აშ. რაც საკამოდ რთულია თვითოეულ პროექტისთვის ან სახლის პირობებში მოხდეს მისი გაწყობა. თუმცა პროგრამირების შესასწავლად, შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერზეც ან ნოუთბუქზეც შევქმნათ სერვერის გარემო და მოვახდინოთ ვებ-პროგრამირებისთვის საჭირო გარემოს შექმნა. ან შესაძლოა ვიქირაოთ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული საზიარო-სერვერული სივრცე, რომელიც გაცილებით იაფია და საშუალებას გვაძლევს ვებ-პროგრამირების უკეთ შესწავლისთვის.
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
Web-Server
ვებ-სერვერი, წარმოადგენს პროგრამულ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ქსელში მისაღები ინფორმაციის მოსმენას და თვითოეულ კლიენტის საპასუხოდ სერვერული ოპერაციების განხორცილებას;


 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
Client
კლიენტი წარმოადგენს იმ მომხმარებელს, რომელიც უკავშირდება სერვერს გარკვეული მომსახურების მისაღებად. სერვერული მომსახურების მისაღებად საჭიროა შესაბამისი პროგრამული უზრუვნელყოფა. დღეისთვის, ვებ-პროგრამირებისთვის გამოიყენება ინტერნეტ-მიმომხილველები, რომელთა როლია დაუკავშირდენა სერვერს და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია. იმისათვის, რომ მათ მოახერხონ ამ მიღებული ინფორმაციის ვიზუალიზაცია, ამისთვის გამოიყენებენ HTML ფორმატს, რომელიც გარდაქმნის სტრუქტურულ ტექსტურ ინფორმაციას გარკვეულ ვიზუალად, ფორმად, სიად, სურათათ და აშ.
HTML -ის განვითარებას ასევე ერთვის CSS ვიზუალური მხარის დამუშავებისთვის და სკრიპტული (Script) პროგრამული ენა კლიენტის მხარეს ფუნქციონალური თვისებების გასამდიდრებლად;
ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ტიპის ფორმატები, რომელთა ვიზუალიზაციას დამოკიდებულია კლიენტის პროგრამულ ნაწილზე.
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
MySQL
MySQL წარმოადგენს მონაცემთა-ბაზას, რომელიც არის სერვერული პროგრამა და რომელიც განკუთვნილია დიდი მოცულობის მონაცემების დასამუშავებლად, შესანახად, წასაკითხად, მოსაძებნად და აშ. მასთან კავშირი შესაძლებელია სპეციალური ბიბლიოთეკით, რომელიც დღეისთვის ვებ-სერვერების უმეტეს ნაწილს აქვს ინტეგრირებული. ასევე სხვა მონაცემთა ბაზებია: MS SQL, Oracle, MariaDB (რომელიც MySQL-ის გაგრძელებას წარმოადგენს) და სხვა;
 
 
Install
მარტივი და მოქნილი ვებ-სერვერების საინსტალაციო პროგრამები
ვებ-პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელია რომელიმე ვებ-პროგრამის ჩაყენება. ამისათვის ჩვენ რეკომენდაციას უწევთ შემდეგ პროგრამებს

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 31
ატრიბუტი
აღწერა
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
wamp
Windows-ის ოპერაციული სისტემის გარემოსთვის wamp server.
ის წარმოადგენს მარტივ სერვერს, რომელსაც მოყვება Apache/PHP/MySQL-ის მხარდაჭერა;
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
xamp
Windows-ის ან ლინუქსის ოპერაციული სისტემის გარემოსთვის xamp server.
ის წარმოადგენს მარტივ სერვერს, რომელსაც მოყვება Apache/PHP/MySQL-ის მხარდაჭერა;
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
sample
იმისათვი, რომ დავატესტიროთ პირველ ვებ-პროგრამა, ამისათვის საკმარისია გაუშვათ ზემოთ ხსენებული ერთ-ერთი პროგრამა და ინტერნეტ მიმომხილველში ჩავწეროთ შემდეგი მისამართი http://127.0.0.1/ ან http://localhost რის შემდეგაც გამოჩნდება ვებ-სერვერის პირველი გვერდი, სადაც აღწერილი იქნება თუ რომელ გვერდზე უნდა გადახვიდეთ საკუთარი სკრიპტების ჩასაწერად;

კერძოდ, ვებ-სერვერს აქვს 2 მხარე,
ერთი რომელიც გამოიყენება უკვე დაწერილი ვებ-პროგრამის სანახავად ინტერნეტ-ბრაუზერიდან გახსნილი http://127.0.0.1/ ან http://localhost
მეორე რომელიც გამოიყენება პროგრამული ფაილების მოსათავსებლად, იგივე ვებ-სერვერის გამშვები (root) საქაღალდე, სადაც უნდა ჩაიყაროს პროგრამული ფაილები

მაგალითად: თუ wamp სერვერი ინსტალირებული C:\wamp\ მისამართზე, და ვებ-პრგორამის გამშვები საქაღალდეა C:\wamp\www\ მაშინ ამ საქაღლდეში უნდა ჩავყაროს შემდეგი ფაილი: test.html რომლის შიგთავსი შეიცავს;


Hello this is first web-application



ამის შემდეგ გახსენით ინტერნეტ მიმომხილველი და შედით გვერდზე http://127.0.0.1/test.html ან http://localhost/test.html
რის შემდეგაც გვერდზე გამოჩნდება ტექსტი: Hello this is first web-application
 
 
FirstHTML
ჩემი პირველი გვერდი
იმისათვის, რომ შექმნათ პირველი გვერდი, შეგიძლია მოსინჯოთ HTML კოდით, რომელსაც დეტალურად ნახავთ edu.mfes.ge-ის HTML სასწავლო ბმულზე

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 31
ატრიბუტი
აღწერა
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
sample1
შექმენით ფაილი sample1.html და შიგნით ჩაწერეთ შემდეგი, რომელიც წარმოადგენს HTML კოდს;
<html>
	<head>
		<title>First HTML Code</title>
	</head>
	</body>
		<b>Hello</b>
		<br>
		<span>My name is john.</span><br>
		<span>This is my first site.</span><br>
	</body>
</html>


ინტერნეტ მიმომხილველში გამოიძახეთ: http://127.0.0.1/sample1.html
 
 
FirstPHP
იმისათვის, რომ შექმნათ პირველი PHP გვერდი, შეგიძლია მაგალითები ნახოთ აქ ან დეტალურად გეცნოთ edu.mfes.ge-ის PHP სასწავლო ბმულზე
იმისათვის, რომ შექმნათ პირველი PHP გვერდი, შეგიძლია მაგალითები ნახოთ აქ ან დეტალურად გეცნოთ edu.mfes.ge-ის PHP სასწავლო ბმულზე

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 31
ატრიბუტი
აღწერა
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
sample1
შექმენით ფაილი sample1.php და შიგნით ჩაწერეთ შემდეგი, რომელიც წარმოადგენს HTML კოდში ჩადგმულ PHP კოდს;
<?php
/*
PHP სკრიპტი, რომელიც უზრუნველყოფს რიცხვების ათვლას და ერთი-მეორეს ქვეშ მიწერას
*/
?>
<html>
	<head>
		<title>First HTML Code</title>
	</head>
	</body>
		<b>Hello</b>
		<br>
		<?php
				for($i=0;$i<10;$i++)
				{
					echo "Step:".$i.")<br>";//ეკრანზე რიცხვების გამოტანა და ახალ ხაზზე გადასვლა;
				}
				
		?>
		
	</body>
</html>


ინტერნეტ მიმომხილველში გამოიძახეთ: http://127.0.0.1/sample1.php ან http://localhost/sample1.php
 
 
URL
URL - Uniform Resource Locator - უნიფიცირებული რესურსების განმსაზღვრელი - იგივე მისამართი ვებ-რესურსებზე
ინტერნეტ სივრცეში ყველა საიტს გააჩნია თავის უნიკალური მისამართი. იმისათვის, რომ დაუკავშირდეთ შესაბაის საიტს რაიმე სერვისის მისაღებად აუცილებელია ვიცოდეთ პროტოკოლი, საიტის სახელი, მიმღები-მომსახურე პორტი, სერვისის სახელი, აუცილებლად გადასაცემი პარამეტრები, ავტორიზაციისთვის საჭირო პარამეტრები და აშ. სწორედ ამ მონაცემების ერთიანობას უწოდებენ URL-ს.

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 31
ატრიბუტი
აღწერა
 

Warning: Undefined array key "header" in /home3/joo/www.mfes.ge/edu/modules/webdev_book/index.php on line 55
FormatURL
URL მისამართის ფორმატი: protocol:[//[user:password@]host[:port]][/]path[?query][#fragment], სადაც: